ბილიას ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, თუმცა მის სავარაუდო ტრანსფერზე ბელგიაში უკვე ბევრს წერენ. ახლა ვარაუდები თავად 26 წლის შუახაზელმა გააძლიერა, რომელმაც "ა ბოლასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ესპანეთში თამაშზე ოცნებობს: "მე მომწონს ჩაბი ალონსო. ის აბალანსებს "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების თამაშს.
ჩემთვის ჩაბი ალონსო არის მისაბაძი მაგალითი", - ამბობს ბილია, რომელიც 2006 წლიდან "ანდერლეხტში" თამაშობს. ბილიამ 2005 წელს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი
ზიდანი ბელჰანდას დააკვირდა
მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს დაესწრო, რომელშიც "მონპელიე" "ევიანს" 2:2 დაუზავდა.
ზიდანს 22 წლის იუნეს ბელჰანდას თამაში აინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მაროკოელი ტალანტი გააძევეს, ზიდანს მისი თამაში ძალიან მოეწონა: "ჟირუმ და ბელჰანდამ საოცრებები აკეთეს. "მონპელიე" კარგი გუნდია, მაგრამ მე მაინც ამ ორს გამოვყოფ", - განუცხადა "კანალ პლუსს" ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ.
მუნიტისის ფინიში
ესპანური ფეხბურთის ვეტერანი პედრო მუნიტისი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. მუნიტისი "ხეტაფესთან" შეხვედრაში დაშავდა და მისთვის პრიმერადივიზიონი მორჩა, ვინაიდან კანტაბრიული გუნდი უკვე გავარდნილია ლა ლიგიდან.
მუნიტისს კუნთი გაუწყდა, რის გამოც სამი კვირა უნდა იმკურნალოს. პედრო მუნიტისი ზაფხულში 37 წლის ხდება. მას 1998 წლის მერე არ უთამაშია რანგით მეორე დივიზიონში. შეგახსენებთ, რომ 2000-03 წლებში მუნიტისი "რეალის" ფეხბურთელი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"