თვითონ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "რეალთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე გააგრძელა. რაც შეეხება, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტს, ის 2014 წლამდე მოქმედებს. თუმცა მოურინიოს სურს მოთამაშე გუნდში მანამ ყავდეს, სანამ "რეალის" თავკაცი იქნება.
შეახსენებთ, რომ ალონსო "რეალში" 2009 წელს "ლივერპულიდან" გადავიდა. მაშინ ესპანელებმა მის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო გადაიხადეს.