ჟოზე მოურინიოს სურს, რომ ჩაბი ალონსომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გააგრძელოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა, რომ გუნდის ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი გააგრძელოს.

თვითონ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "რეალთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე გააგრძელა. რაც შეეხება, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტს, ის 2014 წლამდე მოქმედებს. თუმცა მოურინიოს სურს მოთამაშე გუნდში მანამ ყავდეს, სანამ "რეალის" თავკაცი იქნება.

შეახსენებთ, რომ ალონსო "რეალში" 2009 წელს "ლივერპულიდან" გადავიდა. მაშინ ესპანელებმა მის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო გადაიხადეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული