"ბარსელონა" იბრაჰიმ აფელაის და ადრიანოს გაყიდის

AutoSharing Option
"ბარსელონა" შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობს.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ხორდი ალბას შეძენის შემდეგ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებაა საჭირო. მით უმეტეს, რომ "ბლაუგრანას" შემადგენლობის გაძლიერება აშკარად სჭირდება. ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის შუა ხაზს სეიდუ კეიტას წასვლით საგრძნობი ზიანი მიადგა და დაცვის ცენტრის გაძლიერებაც აუცილებელია.

კატალონიურ კლუბში გადასვლის მთავარი პრეტენდენტი ბილბაოს "ატლეტიკის" უნივერსალური ფეხბურთელი ჩავი მარტინესია. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ბილბაოელები თავიანთ ლიდერს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, "ბარსელონას" კი ტრანსფერისთვის მხოლოდ 26 მილიონი აქვს.

სატრანსფერო ბიუჯეტში დეფიციტის აღმოფხვრას გუნდის ახალი თავკაცი ტიტო ვილანოვა
აფელაის და ადრიანოს გაყიდვით აპირებს. ჰოლანდიელი შესაძლოა "ლილში" 8 მილიონი ევროს საფასურად გადავიდეს, ადრიანოს გადაბირებით კი ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

ასევე იხილეთ:
სეიდუ კეიტამ "ბარსელონა" დატოვა
სეიდუ კეიტას ჩინეთში უზრუნველი პენსია ელის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული