ხორდი ალბა: ბოლომდე მზად რომ არ ვიყო, ოლიმპიადაზე არ წავიდოდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ხორდი ალბამ განაცხადა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და ივლისის ბოლოს დასაწყები ოლიმპიური თამაშებისთვის სრულიად მზად არის.

"ახალგაზრდა ყმაწვილი ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამ ტურნირისთვის თავს ფიზიკურად მზად რომ არ ვგრძნობდე, ოლიმპიადაზე არ წავიდოდი.

ყველაფერი რიგზეა და ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველი.

მწვრთნელს ჯერ კიდევ ევრო 2012-ის დაწყებამდე დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ოლიმპიადაზე თამაში მსურდა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი და ენთუზიაზმით აღსავსე ვართ", - თქვა ალბამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული