"ახალგაზრდა ყმაწვილი ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამ ტურნირისთვის თავს ფიზიკურად მზად რომ არ ვგრძნობდე, ოლიმპიადაზე არ წავიდოდი.
ყველაფერი რიგზეა და ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველი.
მწვრთნელს ჯერ კიდევ ევრო 2012-ის დაწყებამდე დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ოლიმპიადაზე თამაში მსურდა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი და ენთუზიაზმით აღსავსე ვართ", - თქვა ალბამ.