"ბარსელონა" კარლეს პუიოლთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა, კარლეს პუიოლთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

"ბარსელონას" კაპიტანს მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება. კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ მცველი გუნდში კარიერის დასრულებამდე დარჩება.

სავარაუდოდ, 34 წლის პუიოლს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. მოლაპარაკებები ივლისის დასრულებამდე უნდა გაიმართოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული