"ბარსელონას" კაპიტანს მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება. კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ მცველი გუნდში კარიერის დასრულებამდე დარჩება.
სავარაუდოდ, 34 წლის პუიოლს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. მოლაპარაკებები ივლისის დასრულებამდე უნდა გაიმართოს.