შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ჰამბურგს" შორის 24 ივლისს ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.
როგორც უკვე გაუწყეთ, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას "ბლაუგრანას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი ტრავმის გამო ვერ მიიღებს.
სამი ოქროს ბურთის მფლობელმა 23 ივლისს გუნდის ვარჯიშზე ჯვარედინი კუნთები დაიზიანა.
ამხანაგური მატჩი გუნდებს შორის კი შედგება, მაგრამ რადგან მესი არ ითამაშებს, კატალონიელები გერმანელებისგან 1.2 მილიონ ევროს ვერ მიიღებენ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით