"ბარსელონამ" ლიონელ მესის გამო 1.2 მილიონი ევრო დაკარგა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" 1.2 მილიონი ევროს მიღების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ჰამბურგს" შორის 24 ივლისს ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.

როგორც უკვე გაუწყეთ, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას "ბლაუგრანას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

სამი ოქროს ბურთის მფლობელმა 23 ივლისს გუნდის ვარჯიშზე ჯვარედინი კუნთები დაიზიანა.

ამხანაგური მატჩი გუნდებს შორის კი შედგება, მაგრამ რადგან მესი არ ითამაშებს, კატალონიელები გერმანელებისგან 1.2 მილიონ ევროს ვერ მიიღებენ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯობს ის დათვალოთ, რამდენი შეიძინა მესის წყალობით.
giorgi
10:43 25-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული