ლონდონის "არსენალი" "ბარსელონასთვის" ნახევარმცველ ალექს სონგის მიყიდვასთან ახლოსაა.
თავდაპირველად ესპანურმა კლუბმა 24 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაზე უარი თქვა, მაგრამ შემდეგ "მეთოფეთა" პირობებს დათანხმდა.
დიდია იმის შანსი, რომ უახლოეს ხანში სონგი პირადი კონტრაქტის დეტალების თაობაზე "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკების უფლებას მიიღებს.
კამერუნელი შესაძლოა ბოლო წლების განმავლობაში მეოთხე მოთამაშე გახდეს, რომელიც "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადავა. ადრე ეს გზა ტიერი ანრიმ, ალექსანდრ გლებმა და სესკ ფაბრეგასმა გაიარეს.