"ბარსელონა" თანახმაა, ალექს სონგის სანაცვლოდ ლონდონის "არსენალს" 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს

AutoSharing Option

ლონდონის "არსენალი" "ბარსელონასთვის" ნახევარმცველ ალექს სონგის მიყიდვასთან ახლოსაა.

თავდაპირველად ესპანურმა კლუბმა 24 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაზე უარი თქვა, მაგრამ შემდეგ "მეთოფეთა" პირობებს დათანხმდა.

დიდია იმის შანსი, რომ უახლოეს ხანში სონგი პირადი კონტრაქტის დეტალების თაობაზე "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკების უფლებას მიიღებს.

კამერუნელი შესაძლოა ბოლო წლების განმავლობაში მეოთხე მოთამაშე გახდეს, რომელიც "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადავა. ადრე ეს გზა ტიერი ანრიმ, ალექსანდრ გლებმა და სესკ ფაბრეგასმა გაიარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული