როგორც კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, სიმაო თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა გუნდში, რომელსაც ფლანგის ნახევარმცველი ესაჭიროებოდა.
სიმაო საბროსა ესპანეთის ჩემპიონატისთვის ახალბედა სულაც არ არის, მას "ბარსელონასა" და "ატლეტიკოში" უთამაშია.
პორტუგალიელი 2011 წლიდან "ბეშიქთაშში" თამაშობდა. 32 წლის სიმაომ ნაკრების მაისურა 85-ჯერ მოირგო და 22 გოლი გაიტანა. ორი წლის წინათ მან საერთაშორისო კარიერა დაასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"