სიმაო საბროსა "ესპანიოლში" გადავიდა

AutoSharing Option
პორტუგალიელი ნახევარმცველი სიმაო საბროსა თურქული "ბეშიქთაშიდან" "ესპანიოლში" გადავიდა.

როგორც კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, სიმაო თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა გუნდში, რომელსაც ფლანგის ნახევარმცველი ესაჭიროებოდა.

სიმაო საბროსა ესპანეთის ჩემპიონატისთვის ახალბედა სულაც არ არის, მას "ბარსელონასა" და "ატლეტიკოში" უთამაშია.

პორტუგალიელი 2011 წლიდან "ბეშიქთაშში" თამაშობდა. 32 წლის სიმაომ ნაკრების მაისურა 85-ჯერ მოირგო და 22 გოლი გაიტანა. ორი წლის წინათ მან საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული