ჯარიმა, სავარაუდოდ, 2-3 ათასი ევრო იქნება. ესპანეთის ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, ფეხბურთელებს მაისურებზე ნებისმიერი სახის ლოზუნგებისა და სურათების დემონსტრირება ეკრძალებათ.
შეგახსენებთ, რომ გოლის შემდეგ ვილიამ სათამაშო მაისური გაიხადა, ხოლო მეორე მაისურზე სურათი იყო, სადაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ აღბეჭდილები და ეწერა: "ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენს გარეშე".
ასევე აღსანიშნავია, რომ "სოსიედადთან" მატჩამდე ვილიას ტრავმის გამო ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა თითქმის 9 თვე არ მიუღია.
მომზადებულია Marca-ს