დავიდ ვილიას 3 ათასი ევროთი დააჯარიმებენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ დავიდ ვილიას "სოსიედადთან" (5:1) ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში გოლის აღნიშვნის გამო დასჯიან.

ჯარიმა, სავარაუდოდ, 2-3 ათასი ევრო იქნება. ესპანეთის ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, ფეხბურთელებს მაისურებზე ნებისმიერი სახის ლოზუნგებისა და სურათების დემონსტრირება ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ გოლის შემდეგ ვილიამ სათამაშო მაისური გაიხადა, ხოლო მეორე მაისურზე სურათი იყო, სადაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ აღბეჭდილები და ეწერა: "ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენს გარეშე".

ასევე აღსანიშნავია, რომ "სოსიედადთან" მატჩამდე ვილიას ტრავმის გამო ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა თითქმის 9 თვე არ მიუღია.

მომზადებულია Marca-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეტის ყველა დროის საუკეტესო ბომბარდირი
mamukaenukidze@mail.com
15:50 22-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული