შეგახსენებთ, რომ ესპანელი მცველი ლა ლიგის მეორე ტურში დაშავდა. სამედიცინო შემოწმებამ ანახა, რომ მას სახის ძვალი აქვს გატეხილი.
კატალონიურმა კლუბმა პუიოლისთვის სპეციალური ნიღაბი შეუკვეთა, რომლითაც ის ივარჯიშებს და ოფიციალურ მატჩებში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის სუპერთასის პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 30 აგვისტოს გაიმართება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით