კარლეს პუიოლი მადრიდის "რეალთან" ნიღბით ითამაშებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველი კარლეს პუიოლი მადრიდის "რეალთან" ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში ნიღბით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მცველი ლა ლიგის მეორე ტურში დაშავდა. სამედიცინო შემოწმებამ ანახა, რომ მას სახის ძვალი აქვს გატეხილი.

კატალონიურმა კლუბმა პუიოლისთვის სპეციალური ნიღაბი შეუკვეთა, რომლითაც ის ივარჯიშებს და ოფიციალურ მატჩებში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის სუპერთასის პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 30 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული