ტიტო ვილანოვა: ახლა მადრიდის "რეალი" კიდევ უფრო საშიშია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მიიჩნევს, რომ სეზონის წარუმატებელი სტარტი ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის წინ "სამეფო კლუბს" კიდევ უფრო მრისხანე და უსიამოვნო მეტოქედ ხდის.

"ამჟამინდელი მდგომარეობა "რეალს" კიდევ უფრო სახიფათო მეტოქედ აქცევს. ვიცით, რამდენად რთულია "ბერნაბეუზე" თამაში, სადაც ტრიბუნებისგან დიდი წნეხი გველის. "ბერნაბეუზე" გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ, თუკი ესპანეთის სუპერთასის მოგება გვინდა.

თუ ბურთის კონტროლს ვერ შევძლებთ და "რეალს" საკუთარი თამაშის საშუალებას მივცემთ, დავისჯებით. სათამაშოდ მოედანზე გოლის გატანის მიზნით გამოვალთ", - განაცხადა ვილანოვამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასისთვის პირველი მატჩი "ბარსელონამ"
ანგარიშით 3:2 მოიგო.

საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: კარლეს პუიოლი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ არ ითამაშებს, თუ რისკი დიდი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული