მადრიდის "რეალში" კონფლიქტი მძვინვარებს?

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა El Periodico იუწყება, რომ მადრიდის "რეალში" კონფლიქტი მძვინვარებს. გამოცემა ამ ცნობას "სამეფო კლუბში" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ კი, ფეხბურთელები ჟოზე მოურინიოს მუშაობით არიან უკმაყოფილონი. პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს დაჟინებით სთხოვს, არბიტრის მისამართით საყვედურების გამოთქმისას მას მხარი აუბან.

თუმცა ყველა ფეხბურთელი მოურინიოს აზრს არ იზიარებს. გარდა ამისა, გუნდი ორ ბანაკად არის დაყოფილი, რომლის ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

არსებობს თუ არა კონფლიქტი გუნდში, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუმცა ცხადია, რომ "რეალს" რთული პერიოდი უდგას.

"სამეფო კლუბს", მიუხედავად ესპანეთის სუპერთასში გამარჯვებისა, საშინელი
სტარტი გამოუვიდა ეროვნულ ჩემპიონატში. მადრიდელები 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფებიან და მხოლოდ ერთი მოგება აქვთ.

ამას გუნდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს განცხადებაც ემატება, რომელმაც თქვა, რომ "რეალში" ბედნიერი არაა და კლუბში ამის შესახებ კარგად იციან.

აქვე შეგახსენებთ "სამეფო კლუბის" ყოფილი პრეზიდენტის, რამონ კალდერონის სიტყვებს, რომელმაც თქვა: "კლუბის ფაქტობრივი პრეზიდენტი ჟორჟე მენდეშია (აგენტი, რომლის ერთ-ერთი კლიენტი კრიშტიანო რონალდოა). "რეალს" კი ამჟამად მოურინიო და მენდეში მართავენ და ფლორენტინო პერესმა ძალიან კარგად იცის, რატომაც".

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე რიკარდო კარვალიოს ამბავი, რომელიც რამდენიმე დღით მეორე გუნდში გაამწესეს. გაურკვეველია კაკას დარჩენა-არდარჩენის საკითხიც.

მოკლედ, "რეალს" პრობლემები ნამდვილად არ აკლია, რომლებმაც შესაძლოა, თავისი როლი "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩში ითამაშოს.

ასევე იხილეთ:
რამონ კალდერონი: მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს შეუძლიათ თქვან, რომ გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს
ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალი" სულით დაეცა
რამონ კალდერონი: "რეალს" ჟოზე მოურინიო და ჟორჟე მენდეში მართავენ

მადრიდის "რეალი" კრიშტიანო რონალდოს 200 მილიონ ევროდ დათმობს
სკანდალი: კრიშტიანო რონალდოს უმაღლესი დონის შანტაჟი
კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული