32 წლის ფეხბურთელთან მოქმედი კონტრაქტი 2014 წელს მთავრდება:
"პარასკევს კლუბმა ოფიციალურად შეგვატყობინა, რომ ახალ ხელშეკრულებას გვთავაზობს, რადგან ხელმძღვანელობას სურს, ჩავი დარჩეს "ბარსელონაში". ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსია ახლავე დასაწყებია, რადგან ივნისში უკვე გვიან იქნება". კორეჩა აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს სირთულეებს და ალბათ, ჩავი მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს: "ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით კონტრაქტის პირობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩავი გრძნობს, კლუბს ის ჯერ
ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ორი წლით გახანგრძლივების ფუნქცია აქვს. დიდი შანსია, კლუბმა სწორედ ეს გამოიყენოს. ასე რომ, ჩავი სულ მცირე, 36 წლის ასაკამდე ბარსელონელი იქნება.
რით განსხვავდება ტიტო პეპისგან
ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელმა ტიტო ვილანოვამ ურიგოდ არ დაიწყო: მართალია, ესპანეთის სუპერთასი ჟოზე მოურინიოს "რეალთან" წააგო, მაგრამ შემდეგ ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო. ერთი ტურიც და ტიტოს "ბარსა" კლუბის რეკორდულ სტარტს გაიმეორებს, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრაც კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ამბობენ, ტიტოს, რომელიც პეპის ასისტენტი იყო, დიდად არაფერი შეუცვლია "ბარსაშიო", მაგრამ არის ერთი რამ, რაც ამ ორ მწვრთნელს ძალიან განასხვავებს - გვარდიოლა სარეზერვო ფეხბურთელებს ენდობოდა, უყვარდა მათი წარმოჩენა. ასე აღმოჩნდა ძირითადში სერხიო ბუსკეტსი, შემდეგ - პედრო. მსგავსი რამ ვილანოვასთვის ჯერ არ შეგვიმჩნევია.
გვარდიოლა ამის მერეც ენდობოდა სარეზერვო ფეხბურთელებს, რომელთაგან ნაწილმა გაამართლა, ნაწილმა - ვერა. მისი წყალობით, გასული სეზონის ბოლოს კვენკა, ტელიო და ტიაგო ალკანტარა პირველი გუნდის წევრები გახდნენ. წინასასეზონო შეკრებაზე ახალი მწვრთნელი ხშირად ათამაშებდა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს, მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და ერთადერთი მარტინ მონტოია ხვდება ხოლმე განაცხადში. ერთი-ორჯერ ბარტრაც მოხვდა განაცხადში, მაგრამ თამაშის შანსი არ მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ ხან პუიოლია დამტვრეული, ხან - პიკე, ხან კი ორივე ერთად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"