შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "სამეფო კლუბს" 8 ქულით უსწრებს.
"ჩვენთვის ჩემპიონატი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და ახლა წნეხის ქვეშ უკვე "რეალია".
ჩვენმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი ლიდერია როგორც საფეხბურთო, ისე ადამიანური ასპექტებით.
რაც შეეხება "რეალთან" ქულათა სხვაობას, ეს ანეკდოტი სულაც არაა და საკმაოდ სერიოზული უპირატესობაა. ახლა საჭიროა, ჩვენ ის გამოვიყენოთ", - თქვა ჩავიმ.