ჟოზე მოურინიო: ფერგიუსონის მესმის და მწვრთნელად 70 წლის ასაკში მეც ვიმუშავებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ 50 წლის ასაკში თავისი სამუშაოსგან კვლავ სიამოვნებას იღებს და მზადაა, მწვრთნელად სიბერემდე იმუშაოს.

"მშვენივრად მესმის, რატომ აგრძელებს მწვრთნელობას 70 წლის ასაკში ალექს ფერგიუსონი. ვფიქრობ, რომ მეც ასე ვიქნები.

ფეხბურთი და სამწვრთნელო საქმე ძალიან მიყვარს. მალე 50 წელი შემისრულდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ წინ მაქვს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ.

50 წელი ის ნიშნულია, რომელიც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ფლობს და ბევრ ადამიანზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს, რადგან მათ ესმით, რომ სამყარო
ძალიან, ძალიან სწრაფად იცვლება, მათი ცხოვრება კი მოკლეა.

ეს ციფრი გვაიძულებს დავფიქრდეთ და განვლილ გზას გადავხედოთ, მათ შორის, მეც. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გავაკეთე, არაჩვეულებრივია.

უკან მოხედვისას მესმის, რომ ღმერთის მადლობელი უნდა ვიყო იმისათვის, რაც მან მომცა; მაგრამ ამავე დროს, თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე.

მე გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემი პროფესიული კარიერის დასაწყისში ვიმყოფები"
, - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული