"მშვენივრად მესმის, რატომ აგრძელებს მწვრთნელობას 70 წლის ასაკში ალექს ფერგიუსონი. ვფიქრობ, რომ მეც ასე ვიქნები.
ფეხბურთი და სამწვრთნელო საქმე ძალიან მიყვარს. მალე 50 წელი შემისრულდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ წინ მაქვს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ.
50 წელი ის ნიშნულია, რომელიც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ფლობს და ბევრ ადამიანზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს, რადგან მათ ესმით, რომ სამყარო
ეს ციფრი გვაიძულებს დავფიქრდეთ და განვლილ გზას გადავხედოთ, მათ შორის, მეც. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გავაკეთე, არაჩვეულებრივია.
უკან მოხედვისას მესმის, რომ ღმერთის მადლობელი უნდა ვიყო იმისათვის, რაც მან მომცა; მაგრამ ამავე დროს, თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე.
მე გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემი პროფესიული კარიერის დასაწყისში ვიმყოფები", - განაცხადა მოურინიომ.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით