ტიტო ვილანოვა: ”ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა დარწმუნებულია, რომ მისმა გუნდმა "სევილიასთან" (2:3) ესპანეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

კატალონიელები მატჩის მსვლელობისას 0:2 მარცხდებოდნენ, თუმცა სამი გოლის გატანა და მეტოქისთვის გამარჯვების ხელიდან გამოგლეჯა მოახერხეს. მასპინძლები 72-ე წუთიდან რიცხვობრივ უმცირესობაში იმყოფებოდნენ, ნახევარმცველ მედელის გაძევების გამო.

"არ ვფიქრობ, რომ ფრე ამ მატჩისთის სამართლიანი შედეგი იქნებოდა. რა თქმ უნდა, ჩვენთვის არც 2:2 იქნებოდა ცუდი ანგარიში, თუმცა საკმაო რაოდენობის სახიფათო მომენტი შევქმენით იმისთვის, რომ გაგვემარჯვა.

მედელის გაძევებას რაც შეეხება, როდესაც ფეხბურთელი მეტოქისთვის თავის დარტყ
მას ცდილობს, მას აძევებენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "სევილია" დიდ წარმატებებს მიაღწევს, თუ მთელი სეზონის განმავლობაში ამგვარად ითამაშებს. ამაში დარწმუნებული ვარ. მიჩელის ხელმძღვანელობით გუნდმა სათანადო დინამიკას მიაგნო", - განაცხადა ვილანოვამ.

ასევე იხილეთ
"ბარსელონამ" "სევილიასთან" დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული