კატალონიელები მატჩის მსვლელობისას 0:2 მარცხდებოდნენ, თუმცა სამი გოლის გატანა და მეტოქისთვის გამარჯვების ხელიდან გამოგლეჯა მოახერხეს. მასპინძლები 72-ე წუთიდან რიცხვობრივ უმცირესობაში იმყოფებოდნენ, ნახევარმცველ მედელის გაძევების გამო.
"არ ვფიქრობ, რომ ფრე ამ მატჩისთის სამართლიანი შედეგი იქნებოდა. რა თქმ უნდა, ჩვენთვის არც 2:2 იქნებოდა ცუდი ანგარიში, თუმცა საკმაო რაოდენობის სახიფათო მომენტი შევქმენით იმისთვის, რომ გაგვემარჯვა.
მედელის გაძევებას რაც შეეხება, როდესაც ფეხბურთელი მეტოქისთვის თავის დარტყ
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "სევილია" დიდ წარმატებებს მიაღწევს, თუ მთელი სეზონის განმავლობაში ამგვარად ითამაშებს. ამაში დარწმუნებული ვარ. მიჩელის ხელმძღვანელობით გუნდმა სათანადო დინამიკას მიაგნო", - განაცხადა ვილანოვამ.
ასევე იხილეთ
"ბარსელონამ" "სევილიასთან" დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა