"ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მატჩი იქნება - თუ ვინმეს უნდა კატალონიის და ესპანეთის ურთიერთობის საკითხი განიხილოს, ამის ადგილი არა სტადიონზე, არამედ სხვაგანაა.
სპორტი ყოველთვის პოლიტიკის მიღმაა. რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივრებს შეუძლიათ ტრიბუნებზე კატალონიის დროშები გამოფინონ. თუმცა ეს ნორმალურია - თავიანთ დროშებს სხვა პროვინციის წარმომადგენლებიც გამოფენენ.
"ბარსელონასა" და "რეალის" მატჩში ფავორიტი არასდროს არსებობს - მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, რომლებიც ამ გუნდებს უჭირავთ.
ჩვენ უბრალოდ ძალიან წარმატებული
სასტარტო შემადგენლობა ჯერ კიდევ არ გამირკვევია. ამ საკითხს მხოლოდ 7 ოქტომბრის დილის ვარჯიშზე გადავწყვეტ, როდესაც მოთამაშეთა მდგომარეობას დავაკვირდები", - განაცხადა ვილანოვამ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის შეხვედრა "კამპ ნოუს" სტადიონზე 7 ოქტომბერს 21:50 საათზე დაიწყება.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
ასევე იხილეთ
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის წინ: როცა "ბარსა" და "რეალი" თამაშობენ, მსოფლიო ჩერდება
ჟოზე მოურინიო: "ბარსელონას" პიკეს და პუიოლის არყოფნა ვერაფერს დააკლებს