მადრიდის "რეალი" ჟოზე მოურინიოს მარსელო ლიპით ჩაანაცვლებს?

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, 2013 წლის ივნისში გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გამოეთხოვოს.

პორტუგალიელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ "სამეფო კლუბი" შესაძლოა მარსელო ლიპის ჩააბარონ, რომლის კანდიდატურას კლუბში მხარს ზინედინ ზიდანი უჭერს.

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი თავის დროზე ტურინის "იუვენტუსში" სწორედ ლიპის მწვრთნელობისას თამაშობდა.

მიუხედავად ჩინურ კლუბ "გუანჩჟოუ ევერგრანდთან" მოქმედი კონტრაქტისა, 64 წლის იტალიელი სპეციალისტი "რეალის" გაწვრთნის შესაძლებლობას სიამოვნებით დათანხმდება.

რაც შეეხება მოურინიოს, გათავისუფლების შემთხვევაში, კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის კლუბი მას 20 მლნ ევროს გადაუხდის.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა
ლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ჟოზე მოურინიო ახალ მეკარეს ეძებს - მადრიდის "რეალში" ვითარება იძაბება
ჟოზე მოურინიო: დღეს იკერ კასილიასს ანტონიო ადანი ჯობია [VIDEO]
იკერ კასილიასი: "რეალის" ინტერესები კასილიასის ინტერესებზე მაღლა დგას
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღა დროს ლიპია, კარგით რა
0
რატომ არა დამთავრდა მოურინიოს ეპოქა თუ ვერაფერი მოიგო წავიდეს რა
irakli
18:40 02-01-2013
0

სიახლეები პოპულარული