AS: კრიშტიანო რონალდომ "რეალს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

რონალდო მიმდინარე ხელშეკრულების დასრულებამდე ბოლომდე შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და ორი წლის შემდეგ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალმა" რონალდოს კონტრაქტის გახანგრძლივება 2018 წლამდე შესთავაზა და ასევე, ხელფასის მომატება 15 მილიონ ევრომდე წელიწადში, რაზეც ფეხბურთელმა უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ადრე რონალდომ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს.

აქვე გეტყვით, რომ რონალდოს გადაბირების ძირითადი მსურველები არიან პსჟ და "მანჩესტერ იუნაიტედი".

ასევე იხილეთ:
სანამ კრიშტიანო რონალდო ოხრავს, ირინა
შეიკი ფანებისთვის ცეკვავს [VIDEO]

პსჟ-ს კრიშტიანო რონალდოს და ჟოზე მოურინიოს შეძენა სურს
კრიშტიანო რონალდოს მადრიდის "რეალზე" გული აუცრუვდა
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ წახვიდე არსად
sandro
18:07 27-12-2012
0
რეალის ფანი არ ვარ, [უფრო პირიქით]არც ამ ბიჭის, [თუმცა დიდებული ფეხბურთელია]მაგრამ მე მგონი მანჩესტერში გაცილებით მეტ ტიტულს მოიგებდა,მითუმეტეს ფერგის გუნდის შენება მასზე ქონდა დაწყებული.
sake
19:17 27-12-2012
0

სიახლეები პოპულარული