პსჟ-ს კრიშტიანო რონალდოს და ჟოზე მოურინიოს შეძენა სურს

AutoSharing Option
შეიხ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის განცხადებით, "პარი სენ ჟერმენი" კრიშტიანო რონალდოს და ჟოზე მოურინიოს გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული.

ცოტა ხნის წინ პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პორტუგალიელებით დაინტერესება უარყო, მაგრამ ახლა მისმა მარჯვენა ხელმა დაადასტურა ცნობა, რომლის მიხედვითაც ფრანგები რონალდოში 123 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

"კრიშტიანო რონალდოს და ჟოზე მოურინიოს შეძენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო.

პსჟ საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ მსოფლიოში საუკეთესოები ვიყოთ" - განუცხა
და ალ თანიმ
"კანალ ფუტბოლს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული