დიეგო მარადონა: მაგარია, მოურინიომ იკერი სკამზე რომ დასვა; მან ყველას ანახა, ვინაა ბოსი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ "რეალისა" და "ბარსელონას" კონკურენციაზე ისაუბრა, ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა და იკერ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დასმის ამბავს გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, მაგარია, რომ მოურინიომ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე დასვა. მან ყველას ანახა ვინ არის ბოსი. ყველაფრის მიუხედავად ის არის მწვრთნელი, რაც არ უნდა ილაპარაკონ.

ჩემი აზრით, ჟოზე ფენომენალურია. გვარდიოლასთან ერთად მათ ყველას ანახეს, რომ ძლიერი პიროვნებები არიან.

"რეალსა" და "ბარსელონას" შორის სხვაობაზე საუბრისას ხშირად აზვიადებენ. მადრიდელები ფიზიკური ფორმის დაღმასვლას განიცდიან, ხოლო "ბარსელონაში" ეს არ
ხდება.

კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის პაექრობას ვერ ვხედავ, ისინი ორივე სიხარულს გვანიჭებენ.

პორტუგალიელი ბურთის ართმევაზეც მუშაობს. თუ "რეალი" რონალდოს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს ეს დიდი დარტყმა იქნება "სამეფო კლუბისთვის".

თუ "ბარსელონას" ჰყავს მესი, "რეალს" უნდა ჰყავდეს რონალდო. "რეალში" თუ რონალდო არ იქნება, "ბარსელონა" დიდ უპირატესობას მიიღებს"
, - თქვა მარადონამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული