AS: ჟოზე მოურინიო იკერ კასილიასს მადრიდის "რეალის" ძირითადში აბრუნებს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანეთის ჩემპიონატის მომავალ მატჩში მეკარე იკერ კასილიასს მოედანზე პირველივე წუთებიდან გაიყვანს.

მას შემდეგ, რაც "რეალის" კაპიტანი "მალაგასთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მოურინიოს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს. გამოცემის ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, მეკარე ძირითადში 6 იანვარს, "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში დააბრუნოს.

"ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, რათა ძირითადში ადგილი დავიმსახურო. ახლა მხოლოდ ერთზე ვფიქრობ - შრომასა და სრულყოფაზე.

თავს მართლა კარგად ვგრძნობ, მაგრამ რობოტი არ ვარ. ყველას გვაქვს წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები.

ჩემპიონატში ვითარება ისე
არაა, ჩვენ რომ გვსურს, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. აუცილებელია, წინ ვიაროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი შედეგებიც დროულად დადგება",
- უთხრა კასილიასმა ჟურნალისტებს.

ასევე იხილეთ:
დიეგო მარადონა: მაგარია, მოურინიომ იკერი სკამზე რომ დასვა; მან ყველას ანახა, ვინაა ბოსი
მადრიდის "რეალი" ჟოზე მოურინიოს მარსელო ლიპით ჩაანაცვლებს?
ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ჟოზე მოურინიო ახალ მეკარეს ეძებს - მადრიდის "რეალში" ვითარება იძაბება
ჟოზე მოურინიო: დღეს იკერ კასილიასს ანტონიო ადანი ჯობია [VIDEO]
იკერ კასილიასი: "რეალის" ინტერესები კასილიასის ინტერესებზე მაღლა დგას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული