"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა უარყო: რადამელ ფალკაო არ მიდის

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ, რა თქმა უნდა, უარყო ესპანურ პრესაში წინადღით გავრცელებული ცნობა, თითქოს, მას ეთქვას - რადამელ ფალკაოს უკვე აქვს "რაღაც" კონტრაქტი მადრიდის "რეალთანო".

"ეს სრული აბსურდია, ასეთ სისულელეს როგორ ვიტყოდი? მე ამაში ვხედავ მცდელობას, დესტაბილიზაცია შემოიტანონ კლუბში. ფალკაოს მხოლოდ ერთი კონტრაქტი აქვს - მადრიდის "ატლეტიკოსთან". ძალიან არ მომწონს, როცა ჟურნალისტები მანიპულირებენ და თან მე მაწერენ იმას, რასაც არ ვამბობ", - განაცხადა სერესომ.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" 26 წლის კოლუმბიელი ფორვარდი რა
დამელ ფალკაო
რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს, მათ შორის, "ჩელსის" და "რეალს".

ასევე იხილეთ:
ესპანური პრესა: რადამელ ფალკაოს "რაღაც" ხელშეკრულება აქვს "რეალთან"

რადამელ ფალკაო: ვფიქრობ, "ატლეტიკოში" სეზონის ბოლომდე დავრჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული