ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: აი, დილემა: იკერი თუ ადანი

AutoSharing Option
არაგონის დედაქალაქში დაწყებული მე-18 ტური ორშაბათს მადრიდის გარეუბანში დასრულდება, სადაც დედაქალაქის მცირე დერბი გაიმართება.

ტურის მშვენება უდავოდ "კამპ ნოუს" დაპირისპირებაა - მორიგი ბარსელონური დერბი. ამჯერად, როგორც ერთპიროვნულ ლიდერსა და ერთ-ერთ აუტსაიდერს შორის.

ჟოზე მოურინიო წელიწადს შინ ბასკურ "რეალ სოსიედადთან" ურთიერთობის გარკვევით იწყებს. მეორეადგილოსანი "ატლეტიკო" ბალეარის კუნძულებს სტუმრობს, ხოლო მე-3 ადგილისთვის მებრძოლი "მალაგა" "რიასორს" მიაკითხავს, სადაც "დეპორს" ახალი თავკაცი, პორტუგალიელი დომინგუშ პასიენსია გაიყვანს

ჟოზემ დაცვას უნდა მიხედოს
სათაურში გამოტანილ ფრაზას შეიძლება ხუმრობითაც შეხვდე და სერიოზულადაც. რატომ?

აბა, 25 წლის ანტონიო ადანი
იკერ კასილიასის
რა ტოლ-სწორია, რომ მას შევადაროთ - "რეალის" კაპიტანი ახლახან წლის საუკეთესო გოლკიპერად (მეხუთედ!) დაასახელეს მსოფლიოში.

მაგრამ საკითხს მეორე, ჟოზე მოურინიოს კუთხით შევხედოთ: თუ წინა ტურში იკერის სათადარიგოთა სკამზე დასმა წმინდა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო, ამ 10 დღეში რა შეიცვალა, ადანს საახალწლო ზეიმი გაუგრძელდა?

რა მოტივით უნდა დააბრუნოს (არადა, აპირებს) კაპიტანი ძირითადში? "მარკას" მკითხველი 77%-ით იკერს ირჩევს, რა გზას აირჩევს "განსაკუთრებული"?

"რეალ სოსიედადთან" საშინაო მატჩში მოურინიოს სხვა თავისტკივილიც აქვს და თან რეალური და არა თავისი გამოგონილი - პეპემ ოპერაცია გაიკეთა და დაცვას ბურჯი 1 თვით გამოეცალა. ესპანეთში ფიქრობენ, რომ სერხიო რამოსის არყოფნაში (ის დისკვალიფიცირებულია), მოვიდა რაფაელ ვარანის დრო.

გამოჯანმრთელდა გონსალო იგუაინი, რომელიც დღე-დღეზე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს "რეალთან". თუმცა მოურინიო არ აპირებს სასტარტოში ქარიმ ბენზემაც დააყენოს და იგუაინიც.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი - არბელოა, ვარანი, რ. კარვალიო, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
რეალ სოსიედადი: ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ზურუტუზა, ილარამენდი - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - იფრანი.

მუდამ პრინციპული
კვირას ბარსელონის დერბია ("დერბი ბარსელუნი" კატალონიურად) - "ბარსელონა" "ესპანიოლის" წინააღმდეგ.

არ მოგვატყუოს ამ ორ კლუბს შორის 34-ქულიანმა განსხვავებამ - დერბი პრინციპული იქნება. ლეო მესი კი შეეცდება შარშანდელი მიღწევის გაუმჯობესება პირველივე მატჩში გოლების გატანით დაიწყოს. 1929 წლიდან მოყოლებული, ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში 83-ჯერ იმარჯვა "ბარსელონამ".

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პიქე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, სანჩესი.
ესპანიოლი: კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი, ფორლინი - ვაკასო, ვერდიუ, სიმაო.

სარაგოსა-ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 რ. კასტრო (44), 0:2 მოლინა (58), 1:2 მონტანიესი (77)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ (73. ორტი), ალვარო, ლოოვენსი, აბრაამი - მოვილია, აპონიო - ე. ორიოლი (61. სუკულინი), ვ. როდრიგესი (84. ალამო), მონტანიესი - პოშტიგა.
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, მარიო, ამაია, ნაჩო - ბენიატი (79. რ. პერესი), კანიასი - კემპბელი, სევილია (72. პოსუელო), ნოსა (53. მოლინა) - რ. კასტრო.
გაფრთხილება: მოვილია, პოშტიგა, ალვარო, აბრაამი - კანიასი, ამაია, ნოსა, ბენიატი, ნაჩო
გაძევება: ალვარო (თამაშის მერე)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-8 (1-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 000

5 იანვარი

ლევანტე-ბილბაო 19:00
დისკვალიფიკაცია: ლელი - სუსაეტა
ტრავმა: რიოსი, დუდკა - რუისი, პერესი, იტურასპე (?), დე მარკოსი (?), ამორებიეტა (?P)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=1-7, (9-16)

გრანადა-ვალენსია 21:00
ტრავმა: ფ. რიკო, ტონიო - რამი (?), გაგო, მატიო, ბანეგა (?), კანალესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (0-2)

დეპორტივო-მალაგა 23:00
დისკვალიფიკაცია: ველიგტონი (მალ)
ტრავმა: აიოსე, ბოდიპო, ლაურე, დომინგესი, კასტრო - ბაპტიშტა, ტულალანი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +11=8-1, (31-11)

სევილია-ოსასუნა 01:00
დისკვალიფიკაცია: ფასიო - არმენტეროსი
ტრავმა: კამპანია, პეროტი, ტროხოვსკი, რაკიტიჩი - სისი, მასუდი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +12=9-11, (33-28)

6 იანვარი

სელტა-ვალიადოლიდი 15:00
ტრავმა: ლიორკა, ლაგო - ებერტი, რუედა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14=11-5, (45-29)

რეალი-სოსიედადი 20:00
დისკვალიფიკაცია: სერხიო რამოსი (რეალ)
ტრავმა: მარსელო, იგუაინი, ალბიოლი, კოენტრაო (?), პეპე - ბერგარა, ელუსტონდო, კადამურო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +17=8-8, (63-42)

ბარსელონა-ესპანიოლი 22:00
ტრავმა: ადრიანო (?), ინიესტა (?), კვენკა, ფაბრეგასი, მუნიესა - ფონტე, გომესი, ლონგო, ალვარესი, ტეხერა
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +24=12-5, (70-32)

მალიორკა-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: ჟერომელი (მალ)
ტრავმა: ხიმენესი, პერეირა, ლოპესი, ფონტასი (?), ჟ. ვიქტორი - ლუიში
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +9=7-10, (34-38)

7 იანვარი

ვალეკანო-ხეტაფე 23:00
დისკვალიფიკაცია: ვალერა (ხეტ)
ტრავმა: როდრი, კობენიო, კარლოსი - კოლუნგა, ალკასერი, ლეონი, როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=0-3, (6-7)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

Sportall.Ge





















ბომბარდირები: 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული