ესპანეთი. ლა ლიგა, XVIII ტური: ტიტო ბედს ებრძვის, ჟოზე კი ეთამაშება [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონა" და "რეალი" ყოველ ტურში იმდენ საინტერესოს გვთავაზობენ, რომ აღარ ვიცით, რით დავიწყოთ: კატალონიური დერბით, სადაც ტიტო ვილანოვამ, შესაძლოა, კარიერის უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, თუ იმ საოცარი 90 წუთით, რომელიც თავს "სანტიაგო ბერნაბეუს" გადახდა. 

XVIIII ტური უკვე ლა ლიგის ისტორიაა - ტური, რომელშიც ლიდერმა "ბარსელონამ" უახლოეს მდევართან უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა!

ტური, რომელშიც კიდევ ერთი და უფრო მძაფრი საგა ვიხილეთ იკერ კასილიასზე და მის დუბლიორ ანტონიო ადანზე...

იკერ-ადანიადა გრძელდება
ამ პიესას თუ თრილერს რამდენიმე გმირი თუ ანტიგმირი ჰყავდა. ყველაფრის "შემოქმედი" კი
ჟოზე მოურინიო
იყო, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ანტიგმირიც.

მან კიდევ ერთხელ დასვა სკამზე 2012 წლის პლანეტის საუკეთესო მეკარე იკერ კასილიასი, კარში კი ისევ ანტონიო ადანი ჩააყენა!

"რეალი" უკვე იგებდა (ბენზემას გოლით), როცა მე-6 წუთზე "კვანძი გაიხსნა", 25 წლის ადანმა სასტიკად მოცელა მეტოქე და წითელი ბარათი დაიმსახურა. მოურინიოს არ უნდოდა, მაგრამ განგება სხვა აზრზე იყო - მოედანზე იკერი გავიდა და... ჩაბი პრიეტოს პენალტი ვერ აიღო.

შემდეგ იყო ხედირას მიერ ქუსლით გატანილი გოლი და ჩაბი პრიეტოს კიდევ ერთი პასუხი. მოედანზე სრული ქაოსი იყო, რომელიც კრიშტიანო რონალდომ დაალაგა და ჟოზე მორიგი განსაცდელისგან იხსნა.

VideoSportall.Ge
რეალი - სოსიედადი 4:3


განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეორე გოლი საჯარიმო დარტყმით - ნამდვილი შედევრი. ბოლოს კი 29 წლის ჩაბი პრიეტომ ჰეთ თრიკი შეასრულა "სამეფო კლუბის" კარში.

კიდევ ორ დეტალს აღვნიშნავთ ამ თამაშიდან: ჟოზე მოურინიოს უსტვინეს, კასილიასს კი ოვაციებით შეხვდნენ, მაგრამ უსტვინეს ადანსაც. და მეორე - მოედანზე გასულ კასილიასს რონალდომ კაპიტნის სამკლავური შესთავაზა, მაგრამ იკერმა იუარა.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "ვერ გამიგია, რას ერჩიან ადანს. მისი დაყენება ჩემი გადაწყვეტილება იყო. მე ვიღებ ისეთ სიტუაციას, როცა ფანები მხარს არ მიჭერენ, მაგრამ გუნდს არაფერს აკლებენ. ვიღებ კი არა, ძალიანაც მაწყობს. აი, ფეხბურთელებზე ზეწოლა დაუშვებელია".

ფილიპ მონტანიე
(რეალ სოსიედადი): "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგების უნიკალური შანსი გავუშვით ხელიდან".

ნახევარ საათში მომთავრებული
ზემოთ ტიტო ვილანოვას დიდ გამარჯვებაზე ვწერდით. ბუნებრივია, "ესპანიოლისთვის" ნახევარ საათში ხელის მომთავრება არ გვიგულისხმია - 44 წლის სპეციალისტმა ყელ-ყურის სიმსივნეზე ხელახალი ოპერაციიდან 17 დღის გასვლის შემდეგ გუნდს ჩვეულად უთავკაცა!

პედრომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჩავიმ და მესიმ (პენალტით) გაუტანეს "ესპანიოლის" მეკარე კასილიას.

VideoSportall.Ge
ბარსელონა - ესპანიოლი 4:0


ტიტო ვილანოვა (ბარსელონა): "ისეთი გრძნობა მაქვს, რომ კლუბი თავისი დამოკიდებულებით მიცავს მე. ამიტომ აქეთ მაქვს მადლობა გადასახდელი მისთვის".

ხავიერ აგირე
(ესპანიოლი): "ბარსა" ყველა გუნდზე მაღლა დგას მსოფლიოში. მასთან ბრძოლა შეუძლებელია".

მოგება მეფის დღეობაზე
"გრანოტამ" ნებისყოფის სიმტკიცე გამოიჩინა და 0:1 შემოატრიალა, თუმცა ამაში ახალგაზრდა ბილბაოელი მცველის, აიმერიკ ლაპორტეს გაძევებაც დაეხმარა.

ხუან იგნასიო მარტინესი
(ლევანტე): "ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა შეძლო თამაშის ბედის შემოტრიალება და გამარჯვება ასეთ მნიშვნელოვან, ქვეყნის მეფის დაბადების დღეს. 30 ქულა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - აღარ გავვარდებით".

მარსელო ბიელსა
(ბილბაო): "მინდა თამამად ვთქვა, რომ "ლევანტემ" ისე კარგად ვერ ითამაშა, როგორც სჩვევია, თუმცა ჩემს გუნდს მაინც დამსახურებულად მოუგო. გადამწყვეტი ლაპორტეს გაძევება იყო, რომელიც მანამდე საუკეთესო იყო გუნდში".

პასიენსიას პირველი პასიანსი
"დეპორტივომ" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "მალაგას" 1:0 დამარცხებით. იღბლიანი დებიუტი ჰქონდა "დეპორის" პორტუგალიელ მწვრთნელ დომინგუშ პასიენსიას.

დომინგუშ პასიენსია (დეპორტივო): "ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად ჩემი დამსახურებაა ეს მოგება. ჯერ ცოტა მოვასწარით. ბიჭებმა ნაწილი მითითებებისა კარგად გაიგეს, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრია. ვხედავ გზებს, რომლითაც "დეპორტივოს" თამაში უფრო წარმატებული გახდება. მე უფრო მეტი და უფრო უკეთ მსურს".

მანუელ პელეგრინი
(მალაგა): "დეპორტივომ" რაღაც ბავშვური შეცდომის გამო მოგვიგო. ლა კორუნიაში თამაში ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს, როცა "დეპორი" ასეთ მდგომარეობაშია. ის დაჭრილი მხეცივითაა".

თეორიულად ყველაზე მაგარი და პრაქტიკულად...
"ვალენსიამ" სტუმრად 10-კაციანი "გრანადა" დაამარცხა, თუმცა მასპინძლები ამას მეტოქეზე მეტად მსაჯს, უნდიანო მალენკოს უფრო აბრალებენ.

ხუან ანკელა
(გრანადა): "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ახლა ძალიან გვჭირდება ქულები და განაწყენებული ვარ. სამწუხაროდ, მეტოქემ სტანდარტული მდგომარეობებით გვაჯობა. მიკელ რიკო სულ ტყუილად გააძევეს. უნდიანო მალენკო, თეორიულად, ესპანეთის საუკეთესო მსაჯია, მას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენს, პრაქტიკულად კი..."

ერნესტო ვალვერდე
(ვალენსია): "ყოველთვის ვცდილობ, გუნდში გამარჯვებულის სულისკვეთება შევიტანო. დღეს მე კმაყოფილი ვარ. წლის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია".

მსაჯის და ემირის წყალობით
ემირ სპაჰიჩის გოლით და მსაჯის შეცდომების წყალობით "სევილიამ" პამპლონის "ოსასუნა" დაამარცხა.

მიჩელი
(სევილია): "ჩემი ფეხბურთელების მადლობელი ვარ. შედეგები ხელს არ მიწყობს კლუბში, თუმცა ფეხბურთელების თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. ეს კი დიდი პლუსია".

ხოსე ლუის მენდილიბარი
(ოსასუნა): "ძალიან ადვილია მსაჯებისთვის "ოსასუნას" წინააღმდეგ "სტვენა". ეს მატჩი არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა".

დელ ბოსკეს ნათქვამის ძალა და უფალკაო ატლეტიკო
ვისენტე დელ ბოსკემ ამას წინათ თქვა, "სელტას" ფორვარდი იაგო ასპასი უნდა გავსინჯოო. ფრთაშესხმულმა ასპასმაც "ვალიადოლიდის" კარში დუბლი შეასრულა და მოედანზე საუკეთესო იყო, "სელტამ" გავარდნის ზონას თავი დააღწია.

კვირის ბოლო მატჩში კარგად გამოჩნდა, რა ძალა აქვს "ატლეტიკოს" რადამელ ფალკაოს გარეშე - მადრიდულმა კლუბმა ვერ შეინარჩუნა უპირატესობა და ბალეარებზე ორი ქულა დატოვა.

ესპანეთი. ლა ლიგა, XVIII ტური
სარაგოსა-ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 რ. კასტრო (44), 0:2 მოლინა (58), 1:2 მონტანიესი (77)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ (73. ორტი), ალვარო, ლოოვენსი, აბრაამი - მოვილია, აპონიო - ე. ორიოლი (61. სუკულინი), ვ. როდრიგესი (84. ალამო), მონტანიესი - პოშტიგა.
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, მარიო, ამაია, ნაჩო - ბენიატი (79. რ. პერესი), კანიასი - კემპბელი, სევილია (72. პოსუელო), ნოსა (53. მოლინა) - რ. კასტრო.
გაფრთხილება: მოვილია, პოშტიგა, ალვარო, აბრაამი - კანიასი, ამაია, ნოსა, ბენიატი, ნაჩო
გაძევება: ალვარო (თამაშის მერე)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-8 (1-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 000

ლევანტე-ბილბაო 3:1
გოლები: 0:1 ადურისი (6), 1:1 ლელი (26), 2:1 იბორა (45), 3:1 ელ ჟარი (69)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი (67. კარაბელასი) - დიოპი, იბორა (81. ხუანლუ) - ელ-ჟარი, მიჩელი, რუბენ გარსია - როხერი (71. ანხელი).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ლაპორტე, დე მარკოსი - გურპეგი, ანდერი - სუსაეტა, მუნიაინი (45. ამორებიეტა), ი. გომესი (63. ი. მარტინესი) - ადურისი (75. ფ. ლორენტე).
გაფრთხილება: იბორა, მიჩელი, რუბენ გარსია - ადურისი, ი. გომესი, ი. მარტინესი
გაძევება: ლაპორტე (43)
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-11 (6-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 22 000

დეპორტივო-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 პიცი (57)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, მარჩენა, ზე კაშტრო, ევალდო - ბერგანტინიოსი, აგილარი - გამა (90. აიტამი), ანდრე სანტოსი (83. კამუნიასი), პიცი - რიკი (68. ოლივეირა).
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი (62. სავიოლა) - ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (72. ბუონანოტე), პორტილიო (46. იტურა), ისკო, ელიზეუ - სანტა კრუსი.
გაფრთხილება: აგილარი, სანტოსი, გამა, კამუნიასი - გამესი, ველიგტონი, მონრეალი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-6 (5-3); ბურთის ფლობა: 24%-16%.
მაყურებელი: 21 000

გრანადა-ვალენსია 1:2
გოლები: 1:0 ანგულო (49), 1:1 ჟონასი (59), 1:2 პიატი (82)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ირინეი (84. ხაიმე), მ. რიკო - ტორჟე (62. იებდა), ბრაიმი, ბენიტესი (46. ანგულო) - იგჰალო.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, გუარდადო - ალბელდა (54. ვალდესი), ბანეგა - პარეხო, ჟონასი (90. ბარაგანი), პიატი (84. ტინო კოსტა) - სოლდადო.
გაფრთხილება: რიკო, ტორჟე, რობერტო, ლოპესი - კოშტა, ვალდესი, პიატი
გაძევება: მ. რიკო (34)
კუთხური: 1-11; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 3-28 (2-7); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 20 000

სევილია-ოსასუნა 1:0
გოლი: 1:0 სპაჰიჩი (83)
სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, კონდობია (68. პეროტი) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (90. ერვასი), რეიესი (85. მადურო) - ნეგრედო.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, ფლანიო, დამია (76. ნანო) - პუნიალი, ოიერი - სეხუდო (71. ლამა), ნინო, არმენტეროსი (85. ხ. ლორენტე) - კიკე სოლა.
გაფრთხილება: სისინიო, სპაჰიჩი - ბერტრანი
კუთხური: 11-13; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 17-9 (6-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 29 000

სელტა-ვალიადოლიდი 3:1
გოლები: 1:0 ასპასი (8), 1:1 ბუენო (11-პენ), 2:1 ასპასი (30-პენ), 3:1 ა. ლოპესი (51)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ა. ლოპესი - პარკი (71. ინსა), ბერმეხო (84. ტონი), კრონ-დელი - ასპასი (87. დე ლუკასი).
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - სასტრე (75. ბარახა), რუბიო - ომარი (80. ლოლო), ლარსონი, ბუენო (55. პენია) - გერა.
გაფრთხილება: ვარასი, მალიო - ბალენსიაგა, გერა, სასტრე
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14-12 (6-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 24 500

რეალი-სოსიედადი 4:3
გოლები: 1:0 ბენზემა (2), 1:1 ჩაბი პრიეტო (9-პენ), 2:1 ხედირა (35), 2:2 ჩაბი პრიეტო (40), 3:2 რონალდო (68), 4:2 რონალდო (70), 4:3 ჩაბი პრიეტო (76)
რეალი (4-2-3-1): ადანი - ესიენი, ვარანი, რ. კარვალიო, არბელოა - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი (8. კასილიასი), იოზილი (84. მოდრიჩი), რონალდო - ბენზემა (73. იგუაინი).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა (82. ხოსე ანხელი) - პარდო, ზურუტუზა (72. ელუსტონდო) - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - იფრანი (57. გ. კასტრო).
გაფრთხილება: რონალდო, ალონსო - ესტრადა, მარტინესი, ზურუტუზა, ხოსე ანხელი, ელუსტონდო
გაძევება: ადანი (6), ესტრადა (79)
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 25-16 (9-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 70 000

ბარსელონა-ესპანიოლი 4:0
გოლები: 1:0 ჩავი (10), 2:0 პედრო (16), 3:0 პედრო (27), 4:0 მესი (29-პენ)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი (62. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ფაბრეგასი (65. ვილია) - პედრო (74. სანჩესი), მესი, ინიესტა.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ფორლინი, ვ. სანჩესი - ბაენა (59. ალფონსო), ვერდიუ (62. სტუანი), სიმაო (76. ალბინი) - ს. გარსია.
გაფრთხილება: კასილია, ბაენა, სტუანი, მორენო
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 3-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 19-5 (8-1); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 89 000

მალიორკა-ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 რაულ გარსია (72), 1:1 კევინი (87)
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე (79. ალვარო), ნუნიეში, ჟერომელი, ბიგასი - პინა, მარკესი - არისმენდი (73. ჩ. ნავარო), ჯოვანი დოს სანტოსი, მ. პერეირა (63. კევინი) - ჰემედი
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, კატა დიასი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი - რაულ გარსია, ადრიან ლოპესი (64. კ. როდრიგესი), კოკე - დ. კოშტა.
გაფრთხილება: ნუნიეში - გარსია, ტიაგო, კოშტა
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 5-12 (3-6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 15 800

ვალეკანო-ხეტაფე 3:1
გოლები: 1:0 ლ. ბანგურა (14), 2:0 პიტი (27), 3:0 პიტი (52), 3:1 ალკასერი (65)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი, ნაჩო - ტრაშორასი, ფუეგო - ლ. ბანგურა (61. ფ. ვასკესი), ა. დომინგესი (76. დელიბაშიჩი), პიტი (81. არანა) - ლეო კარილიო.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მ. ტორესი - მიჩელი, ხ. ტორესი - ლაფიტა (75. ბორხა), დ. კასტრო (69. სარაბია), გავილანი (60. ალკასერი) - ა. ვასკესი.
გაფრთხილება: ნაჩო, პიტი - კასტრო, მ. ტორესი
გაძევება: მიჩელი (71)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 24-11 (12-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 11 000

Sportall.Ge

ბომბარდირები:
27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - არიც ადურისი (ბილბაო); 10 - რუბენ კასტრო (ბეტისი). 

მომდევნო ტური
11 იანვარი:

ბილბაო-რაიო ვალეკანო.

12 იანვარი:
ვალიადოლიდი-მალიორკა, ესპანიოლი-სელტა, ოსასუნა-რეალი, ვალენსია-სევილია.

13 იანვარი:
ბეტისი-ლევანტე, რეალ სოსიედადი-დეპორტივო, ატლეტიკო-სარაგოსა, მალაგა-ბარსელონა.

14 იანვარი:
ხეტაფე-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: აი, დილემა: იკერი თუ ადანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული