კრიშტიანო რონალდო: მადრიდის "რეალში" კონტრაქტს ამოვწურავ და მერე ვნახოთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბის" დატოვებას მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ აპირებს.

პორტუგალიელ ფეხბურთელს "რეალთან" ხელშეკრულება 2015 წლამდე აკავშირებს, თუმცა კომპანია "სიგმა დოსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კლუბის წევრთა უმრავლესობა მის გახანგრძლივებას ემხრობა.

"კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე "რეალში" მინდა ვითამაშო. მისი დასრულების შემდეგ კი რა იქნება, ჯერ არ ვიცი", - თქვა რონალდომ.

კრიშტიანომ იმაზეც ილაპარაკა, თუ როგორ ატარებს თავისუფალ დროს:

"თავისუფალ დროს იმის კეთება მიყვარს, რისი საშუალებაც მუშაობის პერიოდში არ მაქვს. მიყვარს ოჯახთან ყოფნა, მოგზაურობა, კალათბურთისა და
ჩოგბურთის მატჩების ყურება, ჩემს ბიჭუნასთან ყოფნა.

ფეხბურთს მოედანზე ვტოვებ და მის მიღმა ვცდილობ, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო"
.

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XIX ტური: "ბარსელონა" - არის პირველი წრის რეკორდი! [VIDEO]
ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მიმოწერა ელ კლასიკოს წინ [VIDEO]
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/espanethi/44196-la-liga-xix-turi-qbarselonaq-aris-pirveli-tsris-rekordi-videogalerea.html
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული