ამიტომაც გადაწყდა, რომ ის "მალაგასთან" და "რეალ სოსიედადთან" თამაშებზე დაეხმარება "ბარსას", შემდეგ კი ნიუ იორკში გაემგზავრება მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად. ნიუ იორკში კურსი 21 იანვარს დაიწყება და 1 თებერვლამდე გასტანს, შემდეგ ტიტო ბარსელონურ სტაციონარში იმკურნალებს. 18 თებერვალს ის ისევ ამერიკაში წავა, ახლა უკვე 4 კვირით.
შეგახსენებთ, რომ ტიტოს ყელ-ყურის სიმსივნის ხელმეორე ოპერაცია დეკემბერში ჩაუტარეს. ამის მიუხედავად, მან მხოლოდ ორ მატჩში ვერ უხელმძღვანელა გუნდს, თუმცა 44 წლის მწვრთნელის თავგანწირვა დიდხანს ვერ გაგრძელდება - ქიმიოთერაპიის
კურსი მარტის შუამდე გაგრძელდება. ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" 13 მატჩს გამოტოვებს, მათ შორის, "მილანთან" ორ დაპირისპირებას და ისეთ მნიშვნელოვან მატჩებს ესპანეთში, როგორიც "ელ კლასიკოა" "რეალის" სტადიონზე. თუკი "ბარსა" და "რეალი" ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავლენ, ტიტოს იმ ორი დაპირისპირების გამოტოვებაც მოუწევს.
ვილანოვა ნიუ იორკის "მემორიალ სლონ-კეტერინგის" ჰოსპიტალში იმკურნალებს. ბარსელონადან მას ექიმი მარია სოკორო ბესკოსი და ჟორდი პამიესი გაჰყვებიან (ვინც ტიტოს ოპერაცია გაუკეთა).
ტიტომ კლუბისგან ითხოვა კონფიდენციალობის დაცვა, რის გამოც მეტი დეტალი ჟურნალისტებმა ვერ შეიტყვეს. მის არყოფნაში "ბარსელონას" ჟორდი როურა გაუძღვება.
ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: სეზონის მეორე ნახევრის ასევე ჩატარება გაგვიჭირდება
სენსაციური სიახლე: "მალაგასთან" "ბარსას" ისევ ტიტო ვილანოვა გამოიყვანს!
"ბარსელონამ" ტიტო ვილანოვა ისევ დიდი ხნით დაკარგა