ჟოზე მოურინიო: ბუნდესლიგაში არასდროს გადავალ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო ახლახან 50 წლის გახდა. სკანდალურ გამონათქვამებს პორტუგალიელი არც იუბილეს დროს ერიდება.

მოურინიომ საჯაროდ განაცხადა, რომ გამორიცხულია, ოდესმე გერმანული კლუბის გაწვრთნას დაეთანხმოს.

"საერთოდ არაფერი მაქვს სათქმელი "ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნაზე, ეს მისი პირადი საქმეა. არც ის ვიცი, იმიტომ ხომ არ აირჩია პეპმა ის ლიგა, სადაც მე არ ვმუშაობ, ასეთი საკითხები ნაკლებად მაღელვებს. ერთი ვიცი, თავად არასოდეს დავთანხმდები გერმანიაში მუშაობაზე", - უთხრა მოურინიომ "რაი სპორტს".

პორტუგალიელს "მილანში" მიწვევის შესახებაც დაეკითხნენ:

"მე ასეთი მიწვევა არ მიმიღია, ეს მხოლოდ
ჭორებია. საერთოდ, ჩემს შესახებ იმდენი ჭორი ვრცელდება, ყველაზე კომენტარი რომ გავაკეთო, სხვა საქმისთვის დრო არ დამრჩება. იტალიაში მხოლოდ "ინტერი" მაღელვებს, გულშემატკივრებმა იციან, რომ მე ინტერისტი ვარ"
.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "მილანი" კაკასთავის კარგი ვარიანტია, მაგრამ ის "რეალშია"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული