ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, ესპანეთის ნაკრებში მიკროკლიმატი გაუარესდა, რაც ბოლო კლასიკოს დროს "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის მომხდარმა ინციდენტებმა წარმოქმნა.

პრესის ცნობით, მადრიდელი და ბარსელონელი ფეხბურთელები შეკრებაზე ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან.

სათასო კლასიკო საკმაოდ უხეში გამოდგა, ხშირი იყო მცირე ინციდენტი, რასაც მატჩის შემდეგაც მოჰყვა გაგრძელება. მაგალითად, ლიონელ მესი თავს დაესხა ალვარო არბელოას და აიტორ კარანკას.

ესპანეთის ნაკრები ურუგვაისთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, რომელიც დოჰაში 6 თებერვალს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ესპანეთს ჩაბი ალონსოს შემდეგ ჩავიც დააკლდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი თავს დაესხა არბელოას და კარანკას....სასაცილოა სატირელი რო არ იყოს. მესიმ თამაშის შემდეგ მათ უხეშობას გასცა პასუხი,მთელი თამაშის განმავლობაში არბელოა ცდილობდა მესის წყობილებიდან გამოყვანას უკნიდან ფეხებში რტყმას და როცა ვერ შეძლო,ალონსოსთან ერთად სახეში ვითომ ხუმრობით სილაქებიც შემოსცხეს,რომელი ქართველი აიტანდა ამას და მოედანზევე არ უპასუხებდა,რასაც გაძევება მოჰყვებოდა,მესი პროფესიონალია და გუნდზე ფიქრობდა.
giorgi
20:02 05-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული