"ბარსას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ტიტო ვილანოვას ექიმებთან ერთად განიხილავს, მწვრთნელის ნიუ იორკიდან ჩამოსვლის ვარიანტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩისთვის.
ტიტო ვილანოვა ნიუ იორკში ყელ-ყურის სიმსივნის ქიმიოთერაპიის კურსს გადის. წესით, ის მარტის ბოლომდე უნდა დარჩეს ამერიკაში.
შეგახსენებთ, რომ "მილანთან" პირველი მატჩი "ბარსელონამ" 0:2 წააგო, შემდეგ არადამაჯერებლად ითამაშა "სევილიასთან" (2:1). საპასუხო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 12 მარტს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა აპრილის დასაწყისში დაბრუნდება