"მილანთან" საპასუხო მატჩისთვის შეიძლება ტიტო ვილანოვა ნიუ იორკიდან დააბრუნონ

AutoSharing Option
"მილანთან" მარცხის შემდეგ, "ბარსელონაში" მიხვდნენ, რომ სერიოზულ თამაშებში მწვრთნელის ასისტენტის, ჟორდი როურას იმედზე ყოფნა არ შეიძლება.

"ბარსას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ტიტო ვილანოვას ექიმებთან ერთად განიხილავს, მწვრთნელის ნიუ იორკიდან ჩამოსვლის ვარიანტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩისთვის.

ტიტო ვილანოვა ნიუ იორკში ყელ-ყურის სიმსივნის ქიმიოთერაპიის კურსს გადის. წესით, ის მარტის ბოლომდე უნდა დარჩეს ამერიკაში.

შეგახსენებთ, რომ "მილანთან" პირველი მატჩი "ბარსელონამ" 0:2 წააგო, შემდეგ არადამაჯერებლად ითამაშა "სევილიასთან" (2:1). საპასუხო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 12 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა აპრილის დასაწყისში დაბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული