დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოს" ფანები გავაბედნიერეთ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალში "სევილიამ" და "ატლეტიკომ" 2:2 ითამაშეს, რის წყალობითაც თასის ფინალში "ატლეტიკო" გავიდა, მადრიდელებს პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდათ მოგებული.

სტუმრები დიეგო კოშტას და რადამელ ფალკაოს გოლებით დაწინაურდნენ. პირველივე ტაიმში ერთი ბურთი ხესუს ნავასმა გაქვითა, მატჩის მიწურულს კი თავი ივან რაკიტიჩმა გამოიჩინა. "სევილიამ" მატჩი 9 კაცის შემადგენლობით დაასრულა - მეორე ტაიმში გარი მედელი და ჟოფრეი კონდობია გააძევეს.

მატჩის შემდეგ მედიას გუნდების მწვრთნელები წარუდგნენ:

უნაი ემერი (სევილია): "ჩემი გუნდი მოტივირებული გავიდა მოედანზე, მაგრამ პირველი გაშვებული ბურთის შემდეგ ჩვენს მოქმედებაში გაურკვევლობის
შეგრძნება გაჩნდა, ხოლო "ატლეტიკოს" მეორე გოლმა ძალები წაგვართვა. კი გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ იმდენის გატანა ვერ შევძელით, რამდენიც საჭირო იყო საბოლოო წარმატებისთვის. ბიჭები თავიანთ შესაძლებლობებში ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულნი. სწორედ ამიტომაც მივიღეთ ორი წითელი ბარათი. მადლობა გულშემატკივრებს, ისინი ბოლომდე ჩვენთან იყვნენ, ჩვენ კი მათთან ვალში ვართ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მთავარია, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები, რომლებიც ამხელა მანძილზე გამოგვყვ
ნენ, ბედნიერები არიან. დილით გავიღვიძებ და გავიაზრებ, რა ძნელი ფინალი გველის. ახლა კი, უბრალოდ, ვტკბები ამ გამარჯვებით. იმაზე ფიქრი, რომ ჩემპიონატში მყარად მე-2 ადგილზე ვართ, თასის ფინალშიც გავედით, კმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენი გუნდი თავიდანვე კარგად თამაშობდა. ბიჭების თამაშში ამბიცია და მონდომება იგრძნობოდა. "სევილია" ღირსეული მეტოქე იყო".

ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ:
დიეგო სიმეონე: ესპანეთის თასზე დიდ იმედებს ვამყარებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული