სტუმრები დიეგო კოშტას და რადამელ ფალკაოს გოლებით დაწინაურდნენ. პირველივე ტაიმში ერთი ბურთი ხესუს ნავასმა გაქვითა, მატჩის მიწურულს კი თავი ივან რაკიტიჩმა გამოიჩინა. "სევილიამ" მატჩი 9 კაცის შემადგენლობით დაასრულა - მეორე ტაიმში გარი მედელი და ჟოფრეი კონდობია გააძევეს.
მატჩის შემდეგ მედიას გუნდების მწვრთნელები წარუდგნენ:
უნაი ემერი (სევილია): "ჩემი გუნდი მოტივირებული გავიდა მოედანზე, მაგრამ პირველი გაშვებული ბურთის შემდეგ ჩვენს მოქმედებაში გაურკვევლობის
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მთავარია, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები, რომლებიც ამხელა მანძილზე გამოგვყვნენ, ბედნიერები არიან. დილით გავიღვიძებ და გავიაზრებ, რა ძნელი ფინალი გველის. ახლა კი, უბრალოდ, ვტკბები ამ გამარჯვებით. იმაზე ფიქრი, რომ ჩემპიონატში მყარად მე-2 ადგილზე ვართ, თასის ფინალშიც გავედით, კმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენი გუნდი თავიდანვე კარგად თამაშობდა. ბიჭების თამაშში ამბიცია და მონდომება იგრძნობოდა. "სევილია" ღირსეული მეტოქე იყო".
ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.
ასევე იხილეთ:
დიეგო სიმეონე: ესპანეთის თასზე დიდ იმედებს ვამყარებთ