ოფიციალურად - ნეიმარი "ბარსელონას" სიაში

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა პირველად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი "ბარსას" სატრანსფერო გეგმებში შედის.

"სრული სიმართლეა, რომ ჩვენი კლუბის მენეჯერებს და დამკვირვებლებს ძალიან მოსწონთ ნეიმარი. მინდა გითხრათ, რომ ის "ბარსას" სავარაუდო სატრანსფერო შენაძენთა სიაშია".

აქამდე კლუბის ოფიციალური წყარო არ აღიარებდა, რომ "სანტოსის" ვარსკვლავის ყიდვა კატალონიურ გრანდს სურს. როგორც ჩანს, მოლაპარაკებებმა ამ კუთხით მნიშვნელოვნად წაიწია წინ.

ამასობაში თავად ნეიმარმა განაცხადა, რომ "სანტოსი" შესაძლოა, წელსვე დატოვოს. ადრე ის აცხადებდა, რომ მუნდიალის დასრულებამდე ბრაზილიური კლუბიდან არ წავიდოდა.

ასევე იხილეთ:
ნეიმარი? არა მგონია, ხავი
მარტინესის ტრანსფერზე მეტი ვინმეში გადავიხადოთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე რა შე კაცო
santsalka09
11:09 06-03-2013
0

სიახლეები პოპულარული