ანხელ დი მარია "რეალს" ორი კვირა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ორი კვირის განმავლობაში არგენტინელი ანხელ დი მარიას იმედი არ უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა კუნთი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დაიშავა. მაშინ მან მატჩის ჩამთავრება ვერ შეძლო.

თავიდან "რეალის" ექიმებს გაცილებით სერიოზული ტრავმის შიში ჰქონდათ, თუმცა გაირკვა რომ დი მარიას გამოსაჯანმრთელებლად 2 კვირაც ეყოფა. ასე რომ, დი მარია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშს შეძლებს.

ლა ლიგაში ანხელ დი მარიას "სელტასთან" და "მალიორკასთან" დაპირისპირებების გამოტოვება მოუწევს. ანხელი 26 მარტს ლა
პასში, ბოლივიის ნაკრებთან მატჩისთვის ჩადგება მწყობრში, 22 მარტის მატჩს ვენესუელელებთან შეხვედრას ის ისედაც ტოვებდა დისკვალიფიკაციის გამო.

ასევე იხილეთ:
ანხელ დი მარიათი "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ დაინტერესდნენ




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული