"თუ დიეგო ლოპესი გააგრძელებს თამაშს, როგორც ამას ახლა აკეთებს, ჩემთვის ძნელი იქნება მისი პირველი ნომრის პოზიციიდან მოხსნა.
ფეხბურთში საკუთარ თავთან და ფეხბურთელებთან ყოველთვის მართალი უნდა იყო.
ამჟამად კასილიასი არაა მზად, ლოპესი შეცვალოს", - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ კასილიასმა ხელის ტრავმა ალვარო არბელოასთან შეჯახების შემდეგ ესპანეთის თასზე "ვალენსიასთან" (1:1) მატჩში მიიღო.
მომზადებულია Sports Illustrated-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: იკერ კასილიასს დიეგო ლოპესის შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან გაუჭირდება [VIDEO]