სანდრო როსელმა "ბარსელონას" თამაშზე რომის პაპი დაპატიჟა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ახლახან არჩეული რომის პაპი ფრანცისკ I გუნდის თამაშზე მიიწვია.

კლუბის ბოსმა წერილი მისწერა პაპს, რომელშიც ვკითხულობთ: "გილოცავთ კათოლიკური ეკლესიის ტახტზე არჩევას. მე, როგორც კლუბის პრეზიდენტს, დიდი სურვილი მაქვს თქვენთან ურთიერთობის. ჩემი წინაპრები, დედის ხაზით, იყვნენ არგენტინელები თქვენსავით და მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. მსურს, მოგიწვიოთ "კამპ ნოუზე", როცა ეს თქვენთვის იქნება ხელსაყრელი. მსურს, ნახოთ ის ფეხბურთი, რომელსაც "ბარსელონა" აჩვენებს, რომლის შემადგენლობაში თქვენი თანამემამულეები თამაშობენ: ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო".

შეგახსენებთ, რომ ფრანცისკ I არგენტინელია და ის
კლუბ "სან ლორენსოს" გულშემატკივარია.

ასევე იხილეთ:
პაპის ფოტო "სან-ლორენცოს" გუნდის მაისურს ამშვენებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული