ლა კორუნიაში "დეპორტივოს" ულტრასებმა "სარაგოსას" ფანები ბარში დაარბიეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩს "დეპორტივოსა" და "სარაგოსას" შორის (3:2) წინ უძღვოდა ინციდენტი.

ლა კორუნიის ცენტრში, "რიასორის" სტადიონიდან 500 მეტრში, "დეპორტივოს" ფანებმა იერიში "სარაგოსას" გულშემატკივრებზე მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა და ორიც პოლიციამ დააპატიმრა.

ინციდენტი ბარ "ელ პესკადორში" მასპინძელი გუნდის 70-მდე ფანმა 20-30 არაგონელი მოიმწყვდია, რომ არა პოლიციის დროული ჩარევა, შედეგი გაცილებით სავალალო იქნებოდა,

"სარაგოსას" ფანები თავისთვის ისხდნენ წყნარად და სვამდნენ, როცა მილებით და ქვებით შეიარაღებული რადიკალები გამოჩდნენ. მათ მთლიანად დაარბიეს ბარი. საბედნიეროდ, კიდევ კარგად გადავრჩით, რომ არავინ მოკლეს",
- აცხადებს ბარის მეპატრონე, რომელიც გაკვირვებულია, ფეხბურთის ფანებს ხშირად ემსახურება, მაგრამ აქამდე ერთი ინციდენტიც არ ახსოვს.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტურის მატჩები: რომში სისხლი დაიღვარა [VIDEO]
ლიონში ჩასული ლონდონელი ფანები დაარბიეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული