ლა ლიგა. XXXI ტური: "ბარსელონა" ლეო მესის გარეშეც სეირნობს [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონატის ლიდერმა ლეო მესის გარეშეც იოლად იმარჯვა - ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "სარაგოსას" მშობლიურ "ლა რომალედაზე" 3:0 მოუგო. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ახალგაზრდა კრისტიან ტელიომ.

მართალია, დიდი გადაადგილებები ჩემპიონატში არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე მართლაც საინტერესო პაექრობა ვიხილეთ.

ძალიან მაგარი დერბი
როცა "ბეტისი" სეგუნდაში იყო გავარდნილი, ლა ლიგას ძალიან კარგი რამ აკლდა სევილიური დერბის სახით: "ვილიამარინზე" 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

სტადიონზე დიდებული სიტუაცია იყო, მოედანზე კი ნამდვილი ბრძოლა - "ბეტისი" 0:3-ს აგებდა და თამაში შემოატრიალა! ისე, ეს "ქამბექი"
არაფრით მოხდებოდა, რომ არა სტუმართა ჩილელი ლეგიონერი გარი მედელი. რამდენადაც კარგი ფეხბურთელია მედელი, იმდენად საშიშია მისი ყოლა გუნდში.

ჯერ იყო და პირველი ტაიმის მიწურულს საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი დორლან პაბონს ჩააბარა და ანგარიში 1:3 გაახდევინა; შემდეგ, მეორე ტაიმში, 2:3-ზე მეტოქე კანიასი სასტიკად მოცელა და ლამის გუნდი-გუნდზე ჩხუბი გამოიწვია, თავად კი მორიგი წითელი ბარათი მიიღო.

"ბეტისმა" 10-კაციან "სევილიას" 22 წლის ნიგერიელის, ემანუელ ნოსა იგიებორის ლა ლიგაში სადებიუტო გოლით გაუთანაბრა - 3:3. პირველ 30 წუთში კი "ბეტისს" ღრმა ძილით ეძინა, ხოსე რეიესი, ივან რაკიტიჩი (2 გოლი) და ალვარო ნეგრედო (1 გოლი) კი არბევდნენ მეკარე ადრიანის კარს.

სხვათა შორის, ნოსამ და მწვრთნელმა პეპე მელმა "ბეტისის" მესამე გოლი შუათითის ჩვენებით გამოხატეს და ეს მათ შეიძლება ძვირადაც დაუჯდეთ.

პეპე მელი (ბეტისი): "0:3-ის შემდეგ მიღწეული ფრე სამი ქულის აღების ტოლფას გმირობად მიმაჩნია".

უნაი ემერი (სევილია): "11 კაცი რომ გვყოლოდა ბოლოს, სულ სხვა თამაში იქნებოდა".

ფურთხი კაპიტნისგან
"ვალიადოლიდმა" "ხეტაფესთან" შეხვედრაში წაგებული მატჩი შემოატრიალა და იანვრის მერე პირველი საშინაო გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

პირველი ტაიმის ბოლოს ყველაზე უსამართლო რამ მოხდა - გაცილებით უკეთ მოთამაშე მასპინძელთა კარში იშვიათი შეტევა 19 წლის პაკო ალკასერმა გოლით დააგვირგვინა.

საფეხბურთო სამართლიანობა ჯუკიჩის ბიჭებმა მეორე ტაიმში აღადგინეს: ჯერ ოსკარმა გაათანაბრა თავურით, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ხავი გერამ გამარჯვება თავის გუნდს მოუტანა.

"ხეტაფეს" იმედები მადრიდელთა კაპიტნის, ალექსისის გაძევების შემდეგ საბოლოოდ დასამარდა - ის საჰაერო დუელში ეუხეშა პატრიკ ებერტს, გასვლისას კი მაყურებლების მიმართულებით გადააფურთხა.

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "სტარტიდან ბოლო წუთამდე ჩემმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს".

ლუის გარსია (ხეტაფე): "ეს ბრძოლა წაგებულია, ომი - ჯერ არა".

ფერნანდო ვასკესის სასწაული
ლა კორუნიის "დეპორტივომ" ზედიზედ მეოთხე ტურში იმარჯვა! ერთ დროს უიმედოდ განწირული გუნდი საოცრად ათამაშდა, რისი დასტურიც ვალენსიაში "ლევანტეს" 4:0 განადგურებაა.

ძალიან კარგად ითამაშა ვეტერანმა ხუან კარლოს ვალერონმა - ესპანელის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ გალისიელთა ვარსკვლავი სეზონის შემდეგ ფეხბურთიდან მიდის. დანარჩენი გოლები გალისიელთა პორტუგალიელი ლეგიონერების (პიცი, ოლივეირა, გამა) ანგარიშზეა.

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "ეს "ლევანტეს" ყველაზე ცუდი თამაშია, რაც მე ვარ მწვრთნელი. ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ".

ფერნანდო ვასკესი (დეპორტივო): "ასეთი გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, რომ პოზიტიურ განწყობაზე გააგრძელებ ბრძოლას გადარჩენისთვის".

კორნელიას და სერხიოს ერთობლივი გოლი
"კორნელია ელ პრატზე" საოცარი ფეხბურთი ვიხილეთ მოულოდნელი დასასრულით. 91-ე წუთზე სტუმარი "ვალენსია" რობერტო სოლდადომ დააწინაურა, მაგრამ 94-ე წუთზე სერხიო გარსიამ ვიქტორ რუისი გააბითურა და "ესპანიოლს" ქულა შეუნარჩუნა - 3:3.

ძალიან კარგად თამაშობს სერხიო გარსია, "ესპანიოლის" კაპიტანი სუპერფორმაშია. სტუმართა რიგებში კი ორი საგოლე პასის ავტორ ევერ ბანეგას გამოვყოფთ.

ხავიერ აგირე (ესპანიოლი): "ბოლო გოლი სერხიომ კი გაიტანა, მაგრამ ის მთელმა სტადიონმა შექმნა".

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "ჩვენთვის ფრე წაგების ტოლფასია".

ბოლოს გასროლილი
"მალაგას" ფანებმა "ლა როსალედაზე" შესული გუნდის ავტობუსს საოცარი დახვედრა მოუწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ხოაკინის თამადობით მალაგელთა აქტიურობას შედეგი არ მოჰქონდა, სანამ მატჩის ბოლო წუთი არ დაიწყო. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ბურთი ჟულიო ბაპტიშტასთან მივიდა და ბრაზილიელმაც "ოსასუნას" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "სიტყვით ვერც აღვწერ, რასაც ახლა ვგრძნობ. მადლობა ფანებს ასეთი გვერდში დგომისთვის".

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "ბოლო წამზე გატანილმა ბურთმა ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა. იმედია, ეს ჩვენს მომდევნო მატჩზეც არ იმოქმედებს".

ლიგის საგზური ბასკებს დარჩათ?
"რეალ სოსიედადმა" მადრიდში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მას მერე, რაც იმანოლ აგირეჩემ დუბლი შეასრულა, ხოლო ბასკთა კონკურენტებმა "ვალენსიამ" და "ბეტისმა" ქულები დაკარგეს, ფილიპ მონტანიეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ფავორიტად იქცა.

ამ შეხვედრაში საკმაოდ სიმპათიურ "ელვებს" ვერ იცნობდით, იმდენად უნიათოდ ითამაშა "რაიო ვალეკანომ".

"ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკომ" 5:0 გაანადგურა დარჩენისთვის მებრძოლი გრანადა". რადამელ ფალკაოს ანგარიშზე დუბლია.

ლა ლიგა. XXXI ტური
ბეტისი-სევილია 3:3
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (7), 0:2 რაკიტიჩი (19), 0:3 ნეგრედო (33), 1:2 პაბონი (43), 2:3 რ. კასტრო (54-პენ), 3:3 ნოსა (89)
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ჩიკა, პაულაუ (81. ნოსა), ამაია, ა. მარტინესი - კანიასი, ბენიატი - კემპბელი (64. ვადილიო), პაბონი, ხუან კარლოსი (46. მოლინა) - რ. კასტრო.
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, ბოტია, ფასიო, მორენო - მედელი, კონდობია (84. მადურო) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (69. პეროტი) - ნეგრედო (90. დელ მორალი).
გაფრთხილება: ბენიატი, ამაია, ჩიკა, კანიასი, კემპბელი - ფასიო, მორენო
გაძევება: მედელი (55)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 26-12 (4-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 52 000

ვალიადოლიდი-ხეტაფე 2:1
გოლები: 0:1 ალკასერი (45), 1:1 ოსკარი (68), 2:1 გერა (72)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა (83. პენია) - რუბიო, სასტრე - ებერტი, ოსკარი, ლარსონი (85. ვ. პერესი) - მანუჩო (64. გერა).
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვალერა, ლოპო, ფ. ფერნანდესი, ალექსისი - ხ. ტორესი (61. ლასენი), ბორხა (74. გავილანი) - დ. კასტრო, ბარადა, ლაფიტა - ალკასერი (70. ა. ვასკესი).
გაფრთხილება: რუბიო, სასტრე - კოდინა, ლოპო
გაძევება: ალექსისი (76)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 22-10 (10-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 14 000

ლევანტე-დეპორტივო 0:4
გოლები: 0:1 ვალერონი (12), 0:2 პიცი (20), 0:3 ოლივეირა (28), 0:4 გამა (92)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი (31. მიჩელი) - რიოსი, ბარკერო (70. ხუანლუ), რუბენ გარსია (57. როხერი) - აკვაფრესკა.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, მარჩენა (49. ზე კაშტრო), სილვიო - ხ. დომინგესი, აგილარი (41. ბერგანტინიოსი) - გამა, ვალერონი, პიცი - ოლივეირა (79. სალომაო).
გაფრთხილება: ხუანფრანი, იბორა - გამა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-4; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 23-18 (5-9); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 16 000

ესპანიოლი-ვალენსია 3:3
გოლები: 1:0 ვაკასო (45), 1:1 კანალესი (53), 2:1 ვერდუ (82), 2:2 ჟონასი (87), 2:3 სოლდადო (91), ს. გარსია (94)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - მატიონი (76. ხ. ლოპესი), კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ფორლინი - სტუანი, ვერდუ (84. ბაენა), ვაკასო - ს. გარსია.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რ. კოშტა (39. რუისი), მატიო, გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა (46. ალბელდა) - ჟონასი, ბანეგა, კანალესი (77. ფეგული) - სოლდადო.
გაფრთხილება: სანჩესი, მორენო - კოშტა, ალბელდა
გაძევება: რ. როდრიგესი (ესპანიოლი) 93 (მოედანზე არ იმყოფებოდა)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-17 (7-5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 24 500

მალაგა-ოსასუნა 1:0
გოლი: 1:0 ბაპტიშტა (92)
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ნაჩო კამაჩო, იტურა (81. პიაზონი) - ხოაკინი (87. სება ფერნანდესი), ჟ. ბაპტიშტა, ისკო - სავიოლა (73. დუდა).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, არიბასი, ოიერი - ლო, ფ. სილვა - სეხუდო (63. პუნიალი), დე ლას კუევასი (85. მასუდი), არმენტეროსი - კიკე სოლა (78. ომვუ).
გაფრთხილება: იტურა - სოლა, ბერტრანი, პუნიალი, მასუდი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-10 (8-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 25 000

ვალეკანო-სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 აგირეჩე (6), 0:2 აგირეჩე (14)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო (16. არბილია), გალვესი, ფიგერასი, კასადო - ფუეგო, ტრაშორასი (61. დელიბაშიჩი) - ლ. ბანგურა (16. ხოსე კარლოსი), ა. დომინგესი, პიტი - ლეო კარილიო.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (75. ელუსტონდო) - ველა (76. გ. კასტრო), ჩაბი პრიეტო (82. იფრანი), გრიზმანი - აგირეჩე.
გაფრთხილება: ფიგერასი, პიტი, გალვესი, დომინგესი, ფუეგო - ველა, ილარამენდი, კასტრო
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-11 (5-5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 11 000

ატლეტიკო-გრანადა 5:0
გოლები: 1:0 დ. კოშტა (4), 2:0 ფალკაო (27), 3:0 ფალკაო (47), 4:0 რაულ გარსია (63), 5:0 ფილიპე ლუიში (70)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში (72. ინსუა) - რაულ გარსია (70. ოლივერ ტორესი), გაბი, კოკე, კ. როდრიგესი - ფალკაო, დ. კოშტა (67. ადრიან ლოპესი).
გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი (46. ორტისი), დიახატე, მაინსი, ანგულო - ტორჟე, ბრაიმი, მ. რიკო, ნოლიტო - იგჰალო (67. ბუონანოტე), არანდა (74. ელ-არაბი).
გაფრთხილება: მირანდა - ნიომი, ბრაიმი,იგჰალო
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-13 (8-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 41 000

სარაგოსა-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ტ. ალკანტარა (20), 0:2 ტელიო (39), 0:3 ტელიო (52)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, პარედესი - ხოსე მარი (46. აპონიო), მოვილია - ვ. როდრიგესი (46. ორტი), როდრი, მონტანიესი - პოშტიგა (62. როჩინა).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, ადრიანო (77. აბიდალი), მონტოია - ჩავი (80. ს. რობერტო), სონგი, ტ. ალკანტარა - ა. სანჩესი, ფაბრეგასი, ტელიო (83. ვილია).
გაფრთხილება: მოვილია, აპონიო, ალვარო - სანჩესი, ალვეში
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-11 (2-6); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 31 000

VideoSportall.Ge
14.04.13. სარაგოსა - ბარსელონა 0:3


ბილბაო-რეალი 0:3
გოლები: 0:1 რონალდო (1), 0:2 რონალდო (68), 0:3 იგუაინი (75)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - რამალიო (68. ირაოლა), ეკიზა, სან ხოსე, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, მუნიაინი (80. მორანი), ი. გომესი (69. ტოკერო) - ფ. ლორენტე.
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ს. რამოსი, პეპე, ალბიოლი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო -დი მარია (60. კალეხონი), მოდრიჩი, რონალდო (78. მორატა) - ბენზემა (70. იგუაინი).
გაფრთხილება: მუნიაინი, იტურასპე, ტოკერო - მოდრიჩი, ალონსო
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-14 (2-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 40 000

VideoSportall.Ge
14.04.13. ბილბაო - რეალი 0:3


15 აპრილი
მალიორკა-სელტა 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 43- ლიონელ მესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 18 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

მომდევნო ტური
19 აპრილი:
მალიორკა-რაიო ვალეკანო.

20 აპრილი:
გრანადა-ვალიადოლიდი, რეალი-ბეტისი, ბარსელონა-ლევანტე, ვალენსია-მალაგა.

21 აპრილი:
დეპორტივო-ბილბაო, ხეტაფე-ესპანიოლი, ოსასუნა-რეალ სოსიედადი, სევილია-ატლეტიკო.

22 აპრილი:
სელტა-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული