"ბარსელონა" ამ ზაფხულს ოთხი ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონა" ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ Sport.es იუწყება.

კატალონიურ კლუბს "სანტოსის" თავდამსხმელის, ნეიმარის გარდა, ახალი მეკარის, ცენტრალური მცველისა და კიდევ ერთი მოთამაშის შეძენა სურს, რომლის პოზიცია ზუსტად უცნობია. სავარაუდოდ კი, ის ან განაპირა მცველი, ან ფორვარდი იქნება.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მეკარის შეძენას იმ შემთხვევაშიც აპირებს, თუკი ვიქტორ ვალდესი კლუბთან კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვას მოინდომებს და ზაფხულში გუნდს არ დატოვებს.

სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კლუბში გამართულ ბოლო კრებაზე მიიღეს, რომელსაც ტიტო ვილანოვა და სპორტული დირექტორი ანდონი
სუბისარეტაც
ესწრებოდნენ.

ასევე იხილეთ:
ნეიმარი: "ბარსელონაში" გადასვლა არ მინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული